— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

POLITICO: ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა

POLITICO: ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან…

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.

ბრალდებები, რომლებიც პირველად 2024 წელს ევროპარლამენტში სლოვენიელი კომისრის დამტკიცების მოსმენაზე გაჟღერდა და რომლებიც კოსმა მაშინ უარყო, ისევ წამოიჭრა სლოვენიაში 22 მარტის არჩევნების წინ და ამჯერად, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტიაც უჭერს მხარს.

POLITICO-ს ცნობით, სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა რომანა ტომცმა, ცენტრისტულ-მემარჯვენე ევროპული სახალხო პარტიის (ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ კომისიას წერილით მიმართა. წერილში ის ამტკიცებს, რომ აქვს ახალი მტკიცებულებები კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ და მოითხოვს გამოძიების დაწყებას.

ტომცმა POLITICO-ს განუცხადა, რომ კოსი გულწრფელი არ იყო, როდესაც “ამტკიცებდა, რომ საიდუმლო სამსახურთან არ თანამშრომლობდა” და “ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს”.

EPP-ის წარმომადგენელმა განაცხადა: “რომანა ტომცი მუდმივად აწვდიდა EPP-ის ჯგუფს ინფორმაციას კომისარ მარტა კოსთან დაკავშირებული უახლესი გამოვლენების შესახებ. ჯგუფი საკითხს ყურადღებით შეისწავლის. ამ ეტაპზე აღვნიშნავთ, რომ კომისარ კოსს ეს ახალი გამოვლენები არ უარუყვია. ახლა ბურთი მის მოედანზეა”.

კოსმა POLITICO-ს არაერთ თხოვნას კომენტართან დაკავშირებით, არ უპასუხა, თუმცა, ევროკომისიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კოსმა “კომისრად დანიშვნამდე გაიარა შემოწმების ვრცელი და საფუძვლიანი პროცესი” და დასძინა, რომ ევროპარლამენტმა “კომისარ კოსის დანიშვნა იმავე პროცედურით დაამტკიცა, როგორც ყველა 27 კომისრის შემთხვევაში”.

კომისრის ოფისთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ანონიმურად საუბარი ისურვა ბრალდებების სენსიტიურობის გამო, POLITICO-ს უთხრა: “ის (კოსი) კარგად აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები ამგვარ საკითხებს სლოვენიის არჩევნებში ქულების დასაწერად გამოიყენებენ, თუმცა ის სრულად კონცენტრირებულია თავის საქმეზე, როგორც გაფართოების კომისარი”.

კოსი ორშაბათს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგება გაფართოების საკითხზე სასაუბროდ და მოსალოდნელია, რომ ბრალდებებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხებს.

ევრიოპარლამენტარმა ტომცმა, სლოვენიელი ავტორის, იგორ ომერზას წიგნი წარადგინა, სადაც წარმოდგენილი იყო დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებდა კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობას.