“მას შემდეგ, რაც რესტორნებში მოწევის აკრძალვამ სარესტორნო ბიზნესი გააკოტრა, სწრაფი სესხების შეზღუდვამ ეკონომიკა ჩამოშალა, ხოლო აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვამ ტურისტული სექტორი გაანადგურა, ახლა მაიონეზის დისტრიბუციის ბიზნესი გადაინაცვლებს შავ ბაზარზე და სუპერმარკეტების ქსელის ჩამოიშლება. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს , რეიგანის ძეგლთან, ფრიუნის ეკონომიკის ექსპერტთა ჯგუფი, პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე, გიგა ბედინეიშვილი და ის 20 კაცი ვინც ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც შსს-ს მოუწოდა, შეისწავლოს სასურსათო ბაზარზე პროდუქტების სიძვირის მიზეზი და გამოაკრვიოს, ხომ არ მუშაობენ კარტელური პრინციპით ბაზრის მოთამაშეები, ოპოზიციონერების რეაქციას ეხმიანება
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა