— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

„პოლიტიკო“ – ევროპის საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემები სულ უფრო მკაფიოს ხდის, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები

„პოლიტიკო“ – ევროპის საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემები სულ უფრო მკაფიოს ხდის, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები

ევროპის საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემები სულ უფრო მკაფიოდ აჩენს, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები – ამის შესახებ „პოლიტიკოს“ სტატიაშია ნათქვამი. 

როგორც გამოცემა იუწყება, ბლოკის არაერთი წარუმატებლობა, მათ შორის უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებული სირთულეები და ირანთან დაკავშირებულ კრიზისზე არასაკმარისად ერთიანი რეაგირება, აძლიერებს მოთხოვნას საგარეო პოლიტიკის სისტემის ძირეულ გადახედვაზე.

დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირს უჭირს ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მათი თქმით, ეს მიუთითებს სისტემურ პარალიზებაზე, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის როლს სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მთავარ პრობლემად ხშირად სახელდება ერთსულოვნების პრინციპი, რომელიც თითოეულ წევრ სახელმწიფოს ვეტოს უფლებას აძლევს.

საკითხზე საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს.

„უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რათა ევროკავშირს შეეძლოს უფრო ეფექტურად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ვადეპულმა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ანალოგიური დისკუსიები მიმდინარეობს შვედეთშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების საკითხი კვლავ დაბრუნდება ლიდერების დღის წესრიგში.

მეორე მხრივ, რიგი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და ბელგია, იცავენ ვეტოს უფლებას და მიიჩნევენ, რომ ეს მათი ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

„ერთსულოვნების წესზე დებატების დაწყება ახლა ყველაზე სწრაფი გზა იქნება პრობლემების კიდევ უფრო გამწვავებისკენ“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა.

„პოლიტიკოს“ სტატიაში ასევე საუბარია დაპირისპირებებზე ევროკავშირის შიგნით, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის. „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს დამატებით აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ სისტემა სრულად ეფექტიანად ვერ მუშაობს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები, მაგალითად, საგარეო პოლიტიკის მექანიზმების გაძლიერება, ახალი ფორმატების შექმნა ან გადაწყვეტილებების მიღების წესის შეცვლა. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, როგორც თავად დიპლომატები აღნიშნავენ, საბოლოო გამოსავალი ჯერ არ არსებობს.