— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და…

ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა- ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.

“პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმისა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ერთობლივი ორგანიზებით, 30 სექტემბერს, მუზეუმში მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდის, ქალთა შორის ხუთგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების, მიღწევებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებამ საზეიმოდ დახურა პოლონეთის ჭადრაკის ფედერაციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა – „History Written with Pieces”.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, დიანა ჟღენტმა მიმართა. ელჩმა ისაუბრა ნონა გაფრინდაშვილის გამორჩეულ სპორტულ კარიერაზე, მის ისტორიულ გამარჯვებებსა და იმ გარდამტეხ როლზე, რომელიც ქართველი დიდოსტატის სახელს უკავშირდება მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ღონისძიების თანა-ორგანიზატორებმა, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრა ჩეხოვიჩ ვოჟნიაკმა და FIDE-ს გენერალურმა მდივანმა ლუკაშ ტურლეიმ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ნონა გაფრინდაშვილთან, რომელსაც ქართველი დიდოსტატი, ქეთი წაწალაშვილი უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, თავად ლეგენდარული მოჭადრაკისგან მოესმინა მისი ცხოვრების, სპორტული კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპების, ისტორიული გამარჯვებებისა და იმ უნიკალური გამოცდილების შესახებ, რამაც იგი მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.

ნონა გაფრინდაშვილმა პოლონეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოგონებები გაიხსენა და ხაზი გაუსვა ჭადრაკს, როგორც ხალხთა, კულტურათა და ქვეყანათა დამაკავშირებელ უნივერსალურ ძალას.
საღამოს სიმბოლური ნაწილი იყო ორი ბლიც-პარტია. ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.

ასევე, შედგა პარტია პოლონეთში აკრედიტებულ დიპლომატებთან. ლეგენდარულ დიდოსტატს ელჩების გუნდი დაუპირისპირდა, რომელსაც რუმინეთის ელჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო შემადგენლობაში – თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს ელჩები შედიოდნენ.

ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები.
გულწრფელი მადლობა ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმს, FIDE-ს და ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული საღამოს განხორციელებაში წვლილი შეიტანა.”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს… საქართველო

ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

30 სექტემბერი4 წთ