— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

“ფორდის” ქარხნის თანამშრომელს, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს პედოფილების დამცველი უწოდა, ტრამპმა შუა თითი აჩვენა და მიაძახა “ შე@@ცი”

“ფორდის” ქარხნის თანამშრომელს, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს პედოფილების დამცველი უწოდა, ტრამპმა შუა თითი აჩვენა და მიაძახა “…

ამერიკული მედია: ფორდის ქარხნის თანამშრომელი, რომელიც ტრამპის „პედოფილის დამცველად“ მოხსენიებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, „არ ნანობს“ პრეზიდენტის „შერცხვენას“

ფორდის ავტომობილების ქარხნის თანამშრომელმა, რომელიც მიჩიგანში, ფორდის ქარხანაში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, პრეზიდენტის „პედოფილის დამცველად“ მოხსენიებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ „არ ნანობს“. ინფორმაციას “Fox Business” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 40 წლის ტიჯეი საბულას შეძახილს ტრამპის მხრიდან შუა თითის ჩვენება მოჰყვა. TMZ-ის მიერ მოპოვებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოს თანახმად, პრეზიდენტმა ორჯერ წარმოთქვა უხეში შეურაცხმყოფელი სიტყვა და რეპლიკის ავტორს შუა თითი უჩვენა.

საბულამ განაცხადა, რომ მოგვიანებით იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს ინციდენტის შიდა გამოძიების დასრულებამდე, მაგრამ მას „არანაირი სინანული“ არ აქვს.

„რაც შეეხება მის შეურაცხყოფას, ნამდვილად არ ვნანობ“, – განუცხადა საბულამ The Washington Post-ს. მისი თქმით, ტრამპისგან დაახლოებით 60 ფუტის დაშორებით იდგა და პრეზიდენტს მისი ხმა „ძალიან, ძალიან, ძალიან ნათლად“ ესმოდა.

როგორც საბულა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ღელავს თავისი სამსახურის ბედის გამო, მიაჩნია, რომ „პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე“ გახდა, ვინაიდან „ტრამპი მეგობრების წინაშე შეარცხვინა“.

„არ მგონია, ბედი ხშირად გაძლევდეს ასეთ შანსს, და როცა გაძლევს, უნდა შეძლო მისი გამოყენება. ვფიქრობ, რომ დღეს ეს შევძელი,“ – განაცხადა მან.

როგორც TMZ წერს, “ფორდის ქარხნის თანამშრომლის აღნიშნული შეძახილი აშკარად უკავშირდება ტრამპის კავშირს გარდაცვლილ, ნასამართლევ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან, ასევე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ე.წ. „ეპშტეინის ფაილების“ ნელი ტემპით გამოქვეყნებას.”

ამავე გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „ეპშტეინის ფაილების” გამოქვეყნების უკიდურესად ნელი ტემპი ონლაინსივრცეში ზოგიერთისათვის საფუძვლად იქცა ვარაუდისთვის, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახდენს იუსტიციის დეპარტამენტზე, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია დაიმალოს.

“პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო ნებისმიერი სახის დანაშაული და კვლავ იმეორებს თავის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ეპშტეინმა მისი რამდენიმე მასაჟისტი გადაიბირა.” – აღნიშნავს TMZ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

4 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

8 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

8 სთ წინ2 წთ