უკრაინა მარტიდან ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თხევად ბუნებრივ აირს აშშ-დან თავდაპირველად ტანკერებით საბერძნეთში ჩაიტანენ, ხოლო შემდეგ მილსადენებით ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის გავლით მას უკრაინას მიაწვდიან.
მიწოდებული გაზის მაქსიმალური მოცულობა საათში 1 ტერავატს შეადგენს. ეს დამოკიდებული იქნება მონაწილე ოპერატორების სიმძლავრეზე.
Reuters-ის ინფორმაციით, ათენმა და ვაშინგტონმა მოილაპარაკეს, რომ 2030 წლიდან ამერიკული მხარე 700 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზს მიაწვდის. ამით აშშ ცდილობს ევროპაში რუსული გაზი ამერიკულით ჩაანაცვლოს.




