— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
მსოფლიო

REUTERS: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები აღარ მიიტანონ

REUTERS: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები აღარ მიიტანონ

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები აღარ მიიტანონ, – ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინამ წინადადება რუსეთს მესამე მხარის საშუალებით შესთავაზა, თუმცა რუსეთის პასუხი ჯერ უცნობია.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ რუსეთს შეთავაზება მას შემდეგ გაუგზავნა, რაც გემებსა და პორტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ საკვების გლობალურ მარაგთან დაკავშირებით რისკები გაიზარდა.

მანამდე გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, არ დაესხას თავს იმ ნავთობტანკერებსა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურას, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის.