თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

რევაზ კარანაძე: რომან გოცირიძე, რომელმაც ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დანაზოგი მიითვისა, ამბობს, რომ თურმე ფასების დაწევა არის რეპრესიები- შენი დანაშაულებების გამო, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება

რევაზ კარანაძე: რომან გოცირიძე, რომელმაც ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დანაზოგი მიითვისა, ამბობს, რომ თურმე ფასების დაწევა არის…

პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნების“ მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით“, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ რომან გოცირიძის ეკონომიკური ხედვების ბრალია.

„კუპონა“ იგივე რომან გოცირიძე, რომელმაც 90-იანებში, ფინანსური რეფორმის შემდეგ, ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების წლების ნაშრომი დანაზოგი მიითვისა, გააქრო და გაასაღა ეს ფული ვიღაც ცეხავიტ ბიზნესმენებზე იმ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებით, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანა სიღარიბეში და დღემდე უთანასწორო ეკონომიკა შეგვინარჩუნა, ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე ფასების დარეგულირება და ფასების დაწევა არის რეპრესიები. მინდა ვთქვა, სწორედაც რომ ვემხრობი თუ ასეთი რეპრესიები იქნება. რადგან ამ ქვეყანაში მშრომელები და ახალგაზრდები პერსპექტივას ვეღარ ვპოულობთ, რადგან 300 და 400 ლარიანი ხელფასებით შეუძლებელია თავის გატანა, როდესაც ზეთი 20 და 25 ლარი ღირს. ხორცის ყიდვაზე კი უკვე შეუძლებელია ლაპარაკი. როდესაც ახალგაზრდებს ერთი ადამიანის ნაცვლად ოთხი ადამიანის პოზიციაზე ამუშავებენ. რომან გოცირიძე, შენი დანაშაულებების გამო პირველ რიგში, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი და შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და შენნაირი ე.წ. რეფორმატორების – აცხადებს კარანაძე ვიდეოში.

ამავე პოსტში კარანაძე წერს, რომ „ამათნაირი ეკონომიკური “რეფორმატორების” და მათი დამანგრეველი ანტისოციალური მემარჯვენე ეკონომიკის გამოა 35 წელი ჩვენი ხალხი უმძიმეს სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში – კოლექტიური რომან გოცირიძეები და ბენდუქიძიზმი კვლავ მშრომელი ხალხის წინააღმდეგ!“.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

18 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

18 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

19 სთ წინ2 წთ