— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

რვათვიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ჩაკვეტაძე მოედანს დღეს დაუბრუნდეს

რვათვიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ჩაკვეტაძე მოედანს დღეს დაუბრუნდეს

გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაძლოა, დღეს „ბრისტოლ სიტისთან“ ითამაშოს. ამის შესახებ „უოტფორდის“ პრეზიდენტმა, სკოტ დაქსბერიმ განაცხადა, ხოლო Geo Team-ი უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს.

„იანვარში კლუბს მხოლოდ ის მოთამაშეები დატოვებენ, რომელთა გაშვებაც ხავი გრასიას სურს. ჩვენ ვუთხარით ხავის, რომ იანვარში შევინარჩუნებთ ყველა მოთამაშეს, რომელიც მწვრთნელს სურს. ესენი არიან ლუსა, გიორგი ჩაკვეტაძე და ყველა სხვა, რომლებსაც, ჩვენი აზრით, შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. სამწუხაროდ, როკო ვატა ტრავმირებულია, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებას უახლოეს მატჩებში ველით“, – განაცხადა Watford Observer-თან დაქსბერიმ.

Geo Team კი წერს: „გიორგი ჩაკვეტაძე ბრუნდება! Geo Team-ის ინფორმაციით, „პრესტონთან“ დღეს გასამართ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე 8-თვიანი პაუზის შემდეგ „უოტფორდის“ სამატჩო განაცხადშია“.

ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ფორმით ბოლოს 4 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ინგლისის ჩემპიონშიპის მე-17 ტურში „უოტფორდი“ „პრესტონს“ 25 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე უმასპინძლებს.