— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

სადღობელაშვილი-გადაწყვეტილება რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე! როდესაც ასეთი ნდობა არსებობს, ჩვენთვისაც ნათელია, ვის გვერდით უნდა ვიდგეთ

სადღობელაშვილი-გადაწყვეტილება რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი?…

„დღეს, როცა საზოგადოება გახლეჩილია და ხშირად დგას რთული არჩევანის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ნდობა, ძმური და მამა-შვილური სიყვარული რომელსაც მეუფეები ერთმანეთის და ჩვენი სულიერი მამის პატრიარქ ილია მეორის მიმართ გამოხატავენ“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, პატრიარქის მოსაყდრეობა უპირველესად არის ვალდებულების დაკისრება როგორც სასულიერო პირების ასევე მრევლის წინაშე. მისივე თქმით, როდესაც პატრიარქი ენდობა — ეს ნიშნავს, რომ იქ არის სიღრმე, სიწმინდე და სიმართლე.

„რაც შეეხება თავის მხრივ ილია II-ის ნდობას თავის ძმების და შვილების მიმართ ეს არ არის უბრალო ფორმალობა — ეს არის წლების განმავლობაში დანახული ერთგულების, სულიერი სიმტკიცისა და პასუხისმგებლობის შეფასება. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხდებოდა ამა თუ იმ ეპარქიის ჩაბარება კონკრეტულ მეუფეებზე ანდა სასულიერო თუ ადმინისტრაციული თანამდებობის მინიჭება კონკრეტულ მღვდელმთავრებზე!

სწორედ ამ შეხედულებების საფუძველზე ხვდა წილად მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრეობა. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ეს არ გახლავთ დაწინაურება ან კონკრეტული ჯილდო, ეს უპირველესად არის ვალდებულების დაკისრება როგორც სასულიერო პირების ასევე მრევლის წინაშე. ეს გადაწყვეტილება რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე! ეს არის არჩევანი იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც არაერთხელ დადასტურებულა საქმით — სიმშვიდით, გონიერებითა და ეკლესიისა და ერის სამსახურში დგომით. როდესაც პატრიარქი ენდობა — ეს ნიშნავს, რომ იქ არის სიღრმე, სიწმინდე და სიმართლე.

და როდესაც ასეთი ნდობა არსებობს, ჩვენთვისაც ნათელია, ვის გვერდით უნდა ვიდგეთ. ვინ გვიანდერძა პატრიარქმა შემდეგ პატრიარქად.

მე ვდგავარ მეუფე შიოს გვერდით — პატრიარქის ნდობისა და არჩევანის პატივისცემით.

და ბოლოს საზოგადოებამ მინდა იცოდეს და კარგად გაიაზროს, რომ ეკლესიიდან მოკვეთილების და დაშორებულების საქმე არ არის ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი! პეტრე ცაავას, დოროთე ყურაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს, ნიკა გვარამიას, კოლექტიური ნაცების და სხვა ხლისტებისა თუ უღმერთოების გადასაწყვეტი და ასარევი არ არის დედა ეკლესიის წიაღი! ისედაც ბევრი აურიეს, ისედაც ბევრი ძალისმიერი თუ პროვოკაციული ცვლილების მცდელობა ჰქონდათ! აქ არ უნდა გაუვიდეთ პატრიარქის სურვილის დამახინჯება და უცხო ქვეყნიდან დავალებულის შესრულება! ეს არ არის პოლიტიკა – აქ საქმე რწმენას ეხება! სულიერ მამას ეხება! პატრიარქ ილია მეორეს სიყვარულს და ხსოვნას ეხება!“- წერს სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

10 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ