— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კახეთის მიმართულებით. უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი მონაკვეთი და ამ პროექტით ვაგრძელებთ მაგისტრალის განვითარებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა უახლოეს პერიოდში კახეთის მიმართულებით სამუშაოები გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან კონკრეტულ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთი აქტიური ტემპით შენდება. პროექტი არა მხოლოდ რეგიონში გადაადგილებას ამარტივებს, არამედ მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განახლებას ემსახურება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სადრენაჟე სისტემებისა და გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები, მიმდინარეობს: მიწის სამუშაოები და გზის საფუძვლის მოწყობა; კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა; რკინა-ბეტონის ხიმინჯებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟი; მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა; სახიდე გადასასვლელებისთვის კოჭების დამზადება და დამცავი ბარიერების მოწყობა.

მშენებლობის ფარგლებში იგეგმება ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდის, 8 გზაგამტარისა და 86 წყალგამტარი მილის აშენება. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდება მთავარ მაგისტრალს.

საგარეჯო–ბადიაურის მონაკვეთი სოფლებს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. შედეგად, გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას 15 წუთის ნაცვლად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება.

ახალი მონაკვეთი არის კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის 35-კილომეტრიანი მონაკვეთით თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე სარგებლობს და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიად იქცა.

საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედნის მოწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. ეს სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესს, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას და კახური ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციას.

ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ