— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო…

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გაჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები ზომავს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ევროპის ქვეყნებში სასამართლოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.

სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ უმაღლესი 10 ქულა მიიღო და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას გაუთანაბრდა რეიტინგში პირველ პოზიციაზე.  რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6 ქულა მოიპოვა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის საშუალო დონეს,  დიდი შვიდეულის 1 ; ნატოს, შენგენის ზონის და ევროკავშირის  18 სახელმწიფოს:  იტალიას, ესპანეთს, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, საბერძნეთს,  სლოვენიას,  სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, რუმინეთს, მონტენეგროს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, ხორვატიას.

BridgeGap არის 4-წლიანი (2024 წლის იანვარი – 2027 წლის დეკემბერი) კვლევითი პროექტი, რომელიც ხორციელდება „ჰორიზონტის“ (Horizon) პროგრამის ფარგლებში. იგი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წინა ანტიკორუფციული კვლევითი პროექტის,  ANTICORRP-ის  გაგრძელებას. ორივე პროექტზე ერთი და იგივე სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს, რომელიც ევროპის სხვადასხვა კვლევით ცენტრს აერთიანებს. პროექტის მთავარი მისიაა ახალი თაობის სამეცნიერო მტკიცებულებების ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის შეკავებას და გააძლიერებს რეფორმატორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (პირადი, ჯგუფური თუ ქსელური სარგებლის მიღების მიზნით) პრევენციაში.

https://datahub.corruptiondata.eu/indicator/JT-T-Index
https://datahub.corruptiondata.eu/indicator/jud_ind

მსგავსი სიახლეები.