— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების შემუშავების თემაზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების შემუშავების თემაზე საკონსულტაციო შეხვედრა…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების შემუშავების თემაზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები ესწრებოდნენ. მხარეებმა გასულ წელს საქართველოს ოთხი მდინარის აუზისთვის (სუფსა, ნატანები, კინტრიში, ხობისწყალი) პროექტის ფარგლებში მომზადებული მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმები განიხილეს.

2026 წლისთვის დაგეგმილია მსგავსი გეგმების შემუშავება დარჩენილი შვიდი აუზისთვის, რომელთაგან სამი (ენგური, რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი) დასავლეთ საქართველოში, ხოლო ოთხი (მტკვარი, ალაზანი, იორი, ხრამი-ქცია) აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს.

აღნიშნული ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატით გამოწვეული მრავლობითი საფრთხის (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა და ძლიერი ქარი) რისკის მართვის და შერბილების ღონისძიებების შემუშავებას საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ