სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მეზობელ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და თურქეთის სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა
თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. მხარეებმა, ამ ფონზე, ქვეყნებს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, სამმხრივ მინისტერიალამდე, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში – „ქიზილქაია“, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნო და საერთაშორისო სწავლება Power of Unity 2026 -ის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო






