— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საქართველოში პირველად ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნა

საქართველოში პირველად ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჯიღაურას ბაზაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ შეჯამება გაიმართა.

პროექტი განხორციელდა აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის, ნანი გოგინაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი და ავსტრიელი მეცნიერების მონაწილეობით. კვლევის მიზანს ქვეყნის ტყის ეკოსისტემებში გავრცელებული იშვიათი და რელიქტური მცენარეების კვლევა და მათ შესახებ ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენდა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მსგავსი ბაზის შექმნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

„ჩვენი ტყეები მდიდარია უნიკალური გენეტიკური რესურსებით. იშვიათი და რელიქტური სახეობების მონაცემთა ბაზა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი წყარო იქნება“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო 18 იშვიათი და რელიქტური სახეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში გავრცელებულ უნიკარულ რელიქტურ სახეობებს – კოლხურ მუხას (Quercus hartwissiana), პონტოს მუხას (Quercus pontica), ძელქვას (Zelkova carpinifolia) და ლაფანს (Pterocarya pterocarpa).

„ჩვენი ტყეები მდიდარია იშვიათი, რელიქტური სახეობებით, რომელთა ლოკაციები მცირეა და ინფორმაცია ხშირად მწირი. სწორედ ასეთი სახეობების ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და შევქმენით მონაცემთა ბაზა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, შედგენილია გავრცელების რუკები და მიღებული შედეგები განთავსდება საერთაშორისო პლატფორმაზე“, – აღნიშნა ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ნანი გოგინაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები, აღებულია თესლის ნიმუშები და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შენახულია თესლთა ბანკში, რაც უზრუნველყოფს იშვიათი სახეობების გენეტიკური რესურსების დაცვას და მომავალში მათი აღდგენის შესაძლებლობას.

საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, პროექტში ჩართული იყო დოქტორი ბერტჰოლდ ჰეინზე (Dr. Berthold Heinze) – ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის გენომის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საქართველოს ტყის იშვიათი მუხების კვლევა მნიშვნელოვნად შეავსებს ევროპული მუხების სისტემატიკასა და გენეტიკურ მონაცემთა ბაზას.
პროექტი აძლიერებს საქართველოს მონაწილეობას ტყის გენეტიკური რესურსების გლობალურ კონსერვაციაში. მონაცემთა ბაზა უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე – Global Forest Watch.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ