— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
საქართველო

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება – გალტ & თაგარტის პროგნოზი

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება – გალტ & თაგარტის პროგნოზი

„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ზრდის მოლოდინი ეფუძნება 2026 წლის პირველი კვარტლის პოზიტიურ დინამიკას. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის მატებამ განაპირობა.

2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, რომელსაც მოჰყვა უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები. უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის კი დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები და აზერბაიჯანი დასახელდნენ.

„გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს ინვესტიციების ზრდის შენარჩუნებას ხელი შეუწყობს როგორც კაპიტალის შემოდინება, ისე ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე.