— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

საფრანგეთში სარკინიგზო მაგისტრალზე კაბელებს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც პარიზსა და მარსელს შორის მატარებლების მიმოსვლა დროებით შეწყდა

საფრანგეთში სარკინიგზო მაგისტრალზე კაბელებს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც პარიზსა და მარსელს შორის მატარებლების მიმოსვლა…

საფრანგეთში სარკინიგზო მაგისტრალზე კაბელებს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად, პარიზსა და მარსელს შორის მატარებლების მიმოსვლა დროებით შეწყდა. როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ განაცხადა, საქმე ეხება „ბოროტმოქმედებას“.

მისივე ცნობით, მომხდარის გამო პრობლემები შეექმნა 70 000 მგზავრს. შეფერხდა ასზე მეტი ჩქაროსნული მატარებლის გადაადგილება.

„დივერსიებთან და კაბელების ქურდობასთან ბრძოლა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ტაბარომ.

​როგორც საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-ში განაცხადეს, ახლა აუცილებელია 25-მეტრიან მონაკვეთზე 16 კაბელის შეცვლა. ამ ეტაპზე კაბელების დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირები ჯერ არ დაუდგენიათ.

ცნობისთვის, საფრანგეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო თვეებში პირველად არ ფერხდება. ივნისში კაბელების ქურდობის გამო რამდენიმე დღით შეფერხდა Eurostar-ის მატარებლის მოძრაობა.