— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

„სასამართლო საქმეებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ ნორმებს“ – ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩი დაიბარა

„სასამართლო საქმეებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ ნორმებს“ – ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩი დაიბარა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ ქვეყანაში აშშ-ის ელჩი, ბილ უაითი დაიბარა. მიზეზი ელჩის ის განცხადებებია, რომლებშიც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ნებისმიერი მინიშნება იმაზე, თითქოს ბელგია ანტისემიტურია, არის მცდარი, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. ბელგია უმკაცრესად გმობს ანტისემიტიზმს“, – დაწერა პრევომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც მან უაითის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა.

„ბელგიელი მინისტრის წინააღმდეგ მიმართული პერსონალური თავდასხმები და სასამართლო საქმეებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ საბაზისო ნორმებს… ელჩი დაუყოვნებლივ იყო დაბარებული შეხვედრაზე ამ სამშაბათს“, – განაცხადა მინისტრმა.

ორშაბათს უაითმა გააკრიტიკა ბელგიის მიდგომა ანტვერპენის საქმისადმი, სადაც სამი მოჰელი – ებრაელი მამაკაცი, რომელიც წინადაცვეთის რიტუალს ასრულებს – სასამართლო გამოძიების ქვეშ მოექცა. მათ ბრალად ედებათ პროცედურების ჩატარება ექიმის დასწრების გარეშე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ელჩმა ზეწოლა მოახდინა ჯანდაცვის მინისტრზე, ფრანკ ვანდენბრუკეზე, რათა ეს უკანასკნელი საქმეში ჩარეულიყო.

„ბელგიას: კონკრეტულად თქვენ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ანტვერპენში 3 ებრაელი რელიგიური მოღვაწის (მოჰელის) წინააღმდეგ მიმდინარე აბსურდული და ანტისემიტური „დევნა“!“ – დაწერა უაითმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ