— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

სასამართლო სისტემის ხარისხით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს

სასამართლო სისტემის ხარისხით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს.

საქართველოს სასამართლო სისტემამ მაღალი შეფასება მიიღო და მსოფლიოში 27-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-13 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ბელგიას, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 21 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით, ევროპის საუკეთესო 14 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას:

  1. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან?
  2. რამდენად ეფექტურია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში?

აღსანიშნავია, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება. პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო საუკეთესო ოცეულში მოხვდა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ