— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში, სწავლის დაწყებიდან 70 წლის შემდეგ, ქალმა უნივერსიტეტი საბოლოოდ დაამთავრა და დიპლომი აიღო

ჩრდილოეთ ირლანდიაში, სწავლის დაწყებიდან 70 წლის შემდეგ, ქალმა უნივერსიტეტი საბოლოოდ დაამთავრა და დიპლომი აიღო

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ლონდონერში, სწავლის დაწყებიდან 70 წლის შემდეგ, მარიეტ მაკფარლენდმა საბოლოოდ დაამთავრა უნივერსიტეტი და ინგლისური ლიტერატურის დიპლომი მიიღო.

“ძნელი დასაჯერებელია და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა”, – თქვა მან.

90 წლის ქალი, სამშაბათს, ბელფასტში, ღია უნივერსიტეტის ცერემონიაზე 300-ზე მეტ კურსდამთავრებულს შორის ყველაზე ასაკოვანი იყო.

მისი ისტორია მონდომების, მოთმინებისა და მეგობრების, მასწავლებლებისა და ოჯახის წევრების მცირე დახმარების ისტორიაა, – წერს BBC.

ქალბატონი მაკფარლენდი 1960-იან წლებში, დუბლინის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ სწავლის გაგრძელებაში სიყვარულმა შეუშალა ხელი. მისი თქმით, ვიდრე დიპლომს აიღებდა, სწავლა მიატოვა და დაქორწინდა.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გასაგრძელებლად რამდენიმე წელი დასჭირდა, მან გადაწყვიტა, ავტოკატასტროფის შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში ღია უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა.

“ცოტა თავისუფალი დრო მქონდა და ვიფიქრე, “მინდა რაღაც გავაკეთო”, – აღნიშნა მაკფარლენდმა.