— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი- სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს – გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ

შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი- სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“…

რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ – სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

კუჭაშვილის განცხადებით, გვარამია გამიზნულად აკავშირებს ორ კონფლიქტს ერთმანეთთან, ისე რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს „განგრენად“, რომლისგანაც ერი უნდა გათავისუფლდეს.

კუჭაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას განცხადებით აღფრთოვანებულ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორ თამთა მიქელაძეზე, რომელიც სხვებს ურჩევს, რომ პოლიტიკურ პროცესში შემოვიდეს აფხაზეთის თემა, ოღონდ წარმოჩინდეს „პრობლემად“, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდე. კუჭაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვენ დრონებით დაბომბვას ენგურზე, რამდენადაც მათ არც ხალხი და არც ტერიტორიები არ ადარდებთ.

„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ – სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს.
კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა. გვარამიას აზრით, ამით სომეხმა ლიდერმა სომხეთი „ისტორიული ტრავმებისგან“ გაათავისუფლა. ეს ყოვლად უადგილო შედარებაა: თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყარაბაღის შემთხვევაში საქმე გვაქვს აზერბაიჯანის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.
საყურადღებოა, რომ გვარამიას განცხადებას უმალვე ეხმაურება უცხოეთიდან დაფინანსებული „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე, რომელიც სხვა პოლიტიკოსებსაც ურჩევს მსგავსი განცხადებების გაკეთებას. ამით მათ, ფაქტობრივად, დირექტივას აძლევს, რომ პოლიტიკურ პროცესში აფხაზეთის თემა შემოვიდეს, ოღონდ ამ ძალიან მძიმე ფორმით – აფხაზეთი, როგორც პრობლემა, რომელიც არ გვარდება და რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.
აი, ამიტომ ითხოვენ ბომბებს ენგურის ხიდზე – არც ჩვენი ხალხი ადარდებთ და არც ჩვენი ტერიტორია. მით უფრო, არ ადარდებთ იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის სასიკეთოდ მოგვარებაშიც ქართული ბიზნესის ღირსეული ნაწილი დროულად ჩაერთო.“- წერს კუჭაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ