— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდა.

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მისი სრული რეაბილიტაცია. ერთი მხრივ, შენობა, რომელიც 1838 წელს არის აგებული და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის l კატეგორიის ძეგლია, უნდა იქნას აღდგენილი ყველა სტანდარტის გათვალისწინებით, მეორე მხრივ კი, მუზეუმში დაცული უმნიშვნელოვანესი საგანძურისთვის უნდა შეიქმნას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობები.

კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად სრული მზადყოფნა გამოხატა.

მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

„ეროვნული მუზეუმის დირექციასთან და ადმინისტრაციასთან ერთად მოვილაპარაკეთ და ტექნიკური დავალება უახლოეს პერიოდში მომზადდება. როგორც მოგეხსენებათ, არსებული საშიშროების გათვალისწინებით, საგანძური შენობიდან, პრაქტიკულად, გატანილია; დარჩენილ მცირედ ნაწილსაც საიმედოდ დავაბინავებთ. ჩათვალეთ, რომ დღეს ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია იწყება. ძალიან მალე შემოგვიერთდება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს ერთობლივი ძალებით, ეროვნული მუზეუმისა და სპეციალისტების ჩართულობით განვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში გვექნება შედეგი, რომლითაც ვიამაყებთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მუზეუმის კოლექციები, მათი დაცულობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, ამჟამად გამოფენილია 1980-იან წლებში აშენებულ – მუზეუმის II კორპუსში. ფონდსაცავი, სამუშაო ოთახები და სარესტავრაციო სახელოსნოები განლაგებულია მუზეუმის III კორპუსში.

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება მისი უმთავრესი დანიშნულების შესრულება – კოლექციების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცვა, აღრიცხვა, კვლევა და წარმოჩენა; სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული საგანძურის შენარჩუნება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.