— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ…

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.

თენგიზ შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძეს „გახარიას უსახურ მდევარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის ტყუილი ნარატივი, რომ მან და მისმა თანამებრძოლებმა ზვიად გამსახურდია დაამხეს, სწორედ მათი მოგონილია, ვინც ზვიად გამსახურდიას უღალატა.

შარმანაშვილი აცხადებს, რომ ქეთევან ბაკარაძეს მასზე თავდასხმა უბრძანეს, რაც გამოიწვია იმან, რომ თენგიზ შარმანაშვილმა ბაკარაძე და სრულიად ოპოზიცია ამხილა ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში.

„ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ ? რა პრეზიდენტის დამხობა ? თბილისის სამხედრო გადატრიალება რომ დაიწყო, პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია უშიშროების იზოლატორში იყო, პარტიის მეორე პირი პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძეც უშიშროების იზოლატორში იყო, რაიონული ორგანიზაციის ბევრი ხელმძღვანელიც დაპატიმრებული იყო. დაპატიმრებები გრძელდებოდა და ყველა იქ აღმოჩნდებოდა თანდათან. ეს ტყუილი ნარატივი, რომ ჩვენ დავამხეთ გამსახურდია ისევ იმათი მოგონილია ვინც ზვიადს უღალატა და ან სროლა დაუწყო, ან გაერიდა ამ პროცესებს. ერთნიც და მეორენიც მრგვალი მაგიდიდან იყვნენ. რაც შეეხება ჩორჩანას. მე ვთქვი პირველად ჩორჩანას თაობაზე ? კარგა ხანი საუბრობდნენ ამაზე და მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტი აღმოჩნდა, რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. დანარჩენს გამოძიება და სასამართლო დაადგენს. სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა ? უბრძანეს იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს. სხვებთან ერთად ვამხილე, რომ კამიტის გამოყენების ისტორია საქართველოს ღალატის გამოგონილი ისტორიაა. ამ თვალთხარიას, ჩემი ტერმინი არ არის, მეხოტბეს მიტინგების დარბევაზე რომ არ ესაუბრა, მათთვის უკეთესი იქნებოდა, არ არის ეს მათთვის სასარგებლო თემა. ბოლოს, იმ სტიპენდიანტს გადასცეს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებთან ერთი მესიჯბოქსით, შორს ვერ წავა. ამ ქალბატონზე აღარაფერს ვიტყვი, არც არაფერი ეკითხება. ჰო, კიდევ, ელჩის თანამდებობა პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობა რომ არის, მის უვიც თანაპარტიელებს ერთხელ უკვე ავუხსენი პირდაპირ ეთერში. ეს მაშინ დეპუტატი ჯერ არ იყო მგონი. თუ იყო და ვერ გაიგო?“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით: „ ეს ის კაცია, ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას ქვეყნის ღალატს რომ უწოდებს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ნარატივს სიტყვა-სიტყვით რომ იმეორებს, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის დროსაც კი ელჩობის მიღებისთვის ცამდე მადლიერებას რომ გამოხატავდა, პირველი პრეზიდენტის დამხობის საქმეში თავისი ისტორიული წვლილი რომ შეიტანა და დღეს, ლამის ეროვნულ გმირად მოაქვს თავი!“

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

18 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

22 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

22 სთ წინ2 წთ