— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებთან…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ ცენტრის დირექტორისა და წარმომადგენლებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრაზე მონაწილეებს დეტალურად განემარტათ გამოცდებზე რეგისტრაციის ეტაპები, ვადები და პროცედურული თავისებურებები.

განხილული იყო რეგისტრაციის პროცესში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, მათ შორის მონაცემების არასწორად შევსება, საგნების არასწორი კომბინაცია და საფასურის გადახდის ვადების დაუცველობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის სტრატეგიასა და პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრაზე. საუბარი შეეხო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესს, რომელიც, ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ეფუძნება განაცხადში პროგრამების თანმიმდევრობას, სისტემა პირველ რიგში განიხილავს პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას, რის გამოც არჩევანის რიგითობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პროგრამების ჩამონათვალი უნდა ასახავდეს აბიტურიენტის რეალურ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

აღინიშნა, რომ აბიტურიენტებს პროგრამების დამატება, შეცვლა ან გაუქმება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, სარეგისტრაციო სივრცე მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს, რაც აბიტურიენტებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იმოქმედონ გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრონ საკუთარი მიზნები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრას, რაც საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ