— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი

შოთა ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი…

უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, 4 კომპანია, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზეა მიწვეული წარმოადგენენ ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შესაბამისად მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა.

„4 კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი აქ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან აღნიშნული სექტორის და თუ ავიღებთ ორგანიზებული ქსელების ნაწილს, ორგანიზებული ქსლების ნაწილში თქვენი ჯამური წილი შეადგენს სადღაც 71 %-ს მთლიანი ორგანიზებული ბაზრის, რაც ჯამურად 2024 წლის მაჩვენებლების მიხედვით შვიდი მილიარდი ლარია, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე თქვენი 4 კომპანია, არამარტო ბიზნესსაქმიანობაში არის ჩართული, არამედ თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ სოციალური, რადგან საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს და სწრაფი მოხმარების საგნებს. აქედან გამომდინარე კომისია იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი მრავალსაფეხურიანია, კერძოდ სამსაფეხურიანია, ეს იწყება მწარმოებლით, იმპორტიორით, დისტრიბუტორით და საბოლოოდ საცალო ქსელის ოპერატორებით, თუმცა ამ ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება მაინც საცალო ქსელებს აქვს, რადგან ისინი არიან ძირითადი საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.