თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი – მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება

შოთა ბერეკაშვილი – მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის…

ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, – ამის შესახებ  სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელის მიზანია მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება.

„ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მოხდა ბაზარზე მსუბუქი ინტერვენცია და ერთ-ერთი რეკომენდაცია ბერძნული მოდელი იყო. მე მოხარული ვარ, რომ ქსელებმა „ბერძნული მოდელის“ მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია.

აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებს, ბაზრის საფასო პოლიტიკას. ბერძნული მოდელის მიზანია, რომ მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასი იყოს შეთავაზებული. ბერძნული მოდელი სწორედ ამას ეფუძნება.
ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ არის. ეს არის ე.წ. მარკეტინგული პლატფორმის შექმნა, როდესაც ქსელები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში და შედეგად მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. ძალიან საინტერესო მოდელია. ვინმეს თუ აინტერესებს, დასკვნაში ძალიან კარგად არის გაწერილი, თუ როგორ მუშაობს და დასკვნა წაიკითხონ“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ქსელურ მარკეტებში დაიწყო „სოციალური კალათების“ განთავსება, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს

46 წთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს

47 წთ წინ2 წთ
პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან… პოლიტიკა

პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო

13 სთ წინ4 წთ