— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საქართველო

არალეგალ უცხოელთა გაძევებაზე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მანიპულაციაა, 2300-მდე გაძევებულიდან ხარჯები 98%-მა თავად დაფარა

არალეგალ უცხოელთა გაძევებაზე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მანიპულაციაა, 2300-მდე გაძევებულიდან…

საზოგადოების დეტალური ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოს არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განცხადებაში მითითებულ პერიოდში, კერძოდ 2025 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოდან გაძევებულია 2300-მდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელი, რომელთაგან, მხოლოდ და მხოლოდ 2%-ის გაძევების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყო სახელმწიფომ, ხოლო დარჩენილმა 98%-მა თავად აანაზღაურა დაბრუნების ხარჯები.

რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს მხოლოდ ერთი უცხოელის წარმოშობის ქვეყანაში, ერთი მიმართულებით, ბილეთის შესაძენად სამინისტრომ 2000 ლარამდე დახარჯა, ესეც წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არალეგალი უცხოელის, იძულების წესით, საქართველოდან გაძევების დროს, აუცილებელია მიგრაციის თანამშრომლების მიერ ესკორტირების (გაცილების) განხორცილება, რათა სრულად იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი მოიცავს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამგზავრებისა და დაბრუნების, ასევე თავად გასაძევებელი პირის მგზავრობის ხარჯებს.

უნდა აღნიშნოს, რომ ძირითად შემთხვევებში, ესკორტი შედგება სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მინიმუმ ორი წევრისაგან, თუმცა რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ავიაკომპანიების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა სამი წევრის ჩართულობა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გაძევების ღონისძიებები წარმოადგენს სამართლებრივად გაწერილ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში განხორციელებულ პროცესს, რომლის მიზანია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მიგრაციული წესრიგის დაცვა.

მიგრაციული კონტროლის ეფექტიანი აღსრულება არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული პროცესი — ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების, სამართლებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი. სწორედ ამიტომ, მიგრაციის დეპარტამენტი აგრძელებს კანონის ფარგლებში ეფექტიან და თანმიმდევრულ მუშაობას, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული მიგრაციული გარემო.

კონკრეტულ მედია საშუალებებს და მათთან დაკავშირებულ პირებს კი, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციული, მანიპულაციური და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ