— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი ეწყობა

სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი ეწყობა

სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში, არჩილ მეფის N5-ში, 9 104 კვ.მ ფართობზე სპორტული კომპლექსი ეწყობა. ამ ეტაპზე, საფეხბურთო მოედნის საძირკვლის მომზადებისა და გასახდელების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მოვაწესრიგებდით და საფეხბურთო სკოლას მოვაწყობდით. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება. მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ზოგადად, სპორტის განვითარებაში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, ამ მხრივ კი, ბოლო წლებში ბევრი პროექტი განვახორციელეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 3 220 კვ.მ ფართობზე მოეწყობა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 120 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ასევე, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მცირე ზომის გასახდელები.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 200 კვ.მ ფართობის პადელის მოედნის, სატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 2 049 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დასრულდება.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ