— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

სპორტის მინისტრი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა ნომინაციაში – 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი მამაკაცი – გამარჯვებული დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე გამოავლინეს წლის საუკეთესო გუნდის, მწვრთნელის, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენების, საუკეთესო პარაათლეტი კაცისა და ქალის ნომინაციათა გამარჯვებულები, ასევე განსაკუთრებული პრიზი გადაეცა სპორტის მედიცინის ასოციაციას.

2025 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული პარაძიუდოს ნაკრებს გადაეცა, საუკეთესო მწვრთნელი კი პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე. სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი კი ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა.

2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი ზურაბ ქალდანი, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.