სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი სტადიონებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტირების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო

ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტადიონებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოს სპორტის მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სპორტული ობიექტების პროექტირების ტექნიკური და პროცედურული საკითხები, მათ შორის მოედნების საფრის, ტრიბუნების, დარბაზების, ფასადების, აუზების და ფუნქციური მოწყობის დეტალები.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომპანიების წარმომადგენლებს კონკურსებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური განვითარება – ერთდროულად და ყველა მუნიციპალიტეტში.

უახლესი

მსგავსი სტატიები