სტამბოლში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, თექირდაღის სანაპიროსთან დაფიქსირდა. მიწისძვრის გამო სტამბოლში საჰაერო მოძრაობა 5 წუთით შეჩერდა. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა


