— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევაზე: ოპოზიციის მხრიდან კვლევის ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან

თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევაზე: ოპოზიციის მხრიდან კვლევის ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ…

IRI-ის კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ ჯამში — 16% – წერს „ხახლის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, IRI-ის კვლევით ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ეგრეთ წოდებულ უსამშობლოთა კრიზისი.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას

„ IRI-ის სავარაუდო კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია.
გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ ჯამში — 16%.
ამ კვლევით ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ეგრეთ წოდებულ უსამშობლოთა კრიზისი.
კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას — ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა.
მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ.
არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!“ – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

13 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ