— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მიერ ივანიშვილთან და კობახიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: შეეშვით ჭორების გავრცელებას, რადგან ჭორის გავრცელებასაც, თან ასეთ ხალხზე, თქვენი მხრიდან გარკვეული წონა უნდა

თამთა მეგრელიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მიერ ივანიშვილთან და კობახიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: შეეშვით…

„ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც „მოსკოვის მექანიზმის“ კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეკვეთილში დაიბარა.

თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში არის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ისჯება.

მისივე თქმით, ნინო ჯანგირაშვილის „რანგის“ პიროვნებას საეჭვოა რაიმე სარწმუნო ინფორმაცია ჰქონდეს და მას ურჩევს, რომ შეეშვას ჭორების გავრცელებას.

„ გულწრფელად მიკვირს ოპოზიციის დადებითი პოლიტიკური ეიფორია ,,მოსკოვის მექანიზმის“ მიმართ რადგან, სინამდვილეში მომზადებული დასკვნა, არ აზიანებს მმართველ გუნდს, პირიქით, ეს დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ გარე და შიდა აქტორების სამიზნეა ყველა ის ღირებულება რასაც ქართველი ხალხი და მათ მიერ მმართველობაზე ლეგიტიმაცია გაცემული ,,ქართული ოცნება” იცავს.
ანგარიში არის თეთრზე შავით დოკუმენტი რომლითაც საქართველო ისჯება იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს.
ამ ფონზე ოპოზიციის ,,გამოსული” თუ “გამოუსვლელი” სახეები მათივე ჩატის ნარატივს აჰყვნენ და ვერ ხვდებიან, რომ ამ საკითხზე განცხადებები, განცხადებებისათვის, მათთვის ძალიან დამაზიანებელია.
ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც არც ,,გამოსულებისა” და არც ,,გამოუსვლელების” ჩამონათვალშია
საჯაროდ ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია – ივანიშვილმა კობახიძე სად, რა ვითარებაში დაიბარა და როგორ დატუქსა.
ნინო ჯანგირაშვილის ,,რანგის” პირობებში დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით გეპარებათ ეჭვი, რომ მას რაიმე ინფორმაცია აქვს და თან ეს ინფორმაცია სარწმუნოა, ამიტომ მხოლოდ ერთს ვურჩევ – ქალბატონო ნინო, შეეშვით ასეთი ჭორების გავრცელებას, რადგან ჭორებს შორის ჭორის გავრცელებასაც, თან ასეთ ხალხზე, თქვენი მხრიდან გარკვეული წონა უნდა“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.