— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი – „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ – არათანმიმდევრულია. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა

ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი – „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ…

თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს არის სტრატეგიული მიტოვება, რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ ლექციად არის შენიღბული, – წერს ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, X-ზე.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსგან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოთხოვნის ფონზე, ბრიუსელში, სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთის მიყოლებით ცდილობს, რუსეთთან მოლაპარაკებას ან სანქციების მოხსნას.

“ევროკავშირი საქართველოს: „დაიცავით დემოკრატია, წინააღმდეგობა გაუწიეთ რუსეთის გავლენას ნებისმიერ ფასად!“
ამასობაში, ბრიუსელში:
იტალია: „მოდით, მოვხსნათ სანქციები რუსულ ნავთობზე“.
ბელგია: „ჩვენ ვერ დავამარცხებთ რუსეთს, ამიტომ მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“.
საფრანგეთი: „გთხოვთ, რუსეთო, შემოგვიერთდით მოლაპარაკებებში“,” – წერს თოფურია X-ზე.