— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

თამთა მეგრელიშვილი: პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად…

„ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საერთაშორისო დახმარების სისტემის რეფორმირების და USAID-ის გაუქმების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, საქართველოს მთავრობა პირველი იყო, რომელიც უცხოურ დაფინანსებას დაუპირისპირდა და ღიად განაცხადა, რომ დონორების მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა ბუნდოვანი იყო, დღეს კი მარკო რუბიო აცხადებს, რომ საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადაიტანეს, რათა ზუსტად იცოდნენ, სად და როგორ იხარჯება თანხები.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიუთითებდა უცხოური დაფინანსების პრობლემურ ასპექტებზე, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე და პასუხისმგებლობის დეფიციტზე.
ამ განცხადებებს ხშირად პასუხობდნენ ბრალდებებით, თითქოს ეს კრიტიკა დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა აჩენდა კითხვებს როგორც დონორების ზედამხედველობაზე, ისე მიმღები ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები როდესაც გრანტი არა დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არამედ რევოლუციურ სცენარს და აგენტურის ხელფასებს ხმარდებოდა.
რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ არსებული მოდელი თავად ამერიკული მხარისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა.
პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო.
დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოზიცია ეკავა, ის სრულიად ემთხვევა, დღეს აშშ-ში არსებულ მიდგომებს, დახმარება/გრანტი უნდა იყოს გამჭვირვალე, მკაფიო მიზნების მქონე და დაცული როგორც პოლიტიკური მანიპულაციებისგან, ისე კერძო ინტერესებისგან.“ – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

15 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ