— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის…

ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ვეთანხმებით ყველა ჩვენი გუნდიდან,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სანამ სახელმწიფო არ იქნებოდა მყარი საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მანამდე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება არ იქნებოდა სწორი, შესაბამისად, ამიტომ დადგა დღის წესრიგში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა.

„ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, ვიდრე არ იქნებოდა მყარი, რომ თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი გაწეული არ იქნებოდა და  სწორიც იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, თვითონ შენი სახელმწიფო დამარცხდება და ამიტომ ეს რისკი არ იქნა გაწეული.

ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ წლებში იყო, რა თქმა უნდა, დადგა ამის დრო და ჩვენ იმ დაკვეთას 1 200 000 კაცისა, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცედურას დავიწყებთ, ჩვენ ეს პროცედურა დავიწყეთ და შევუსრულოთ ის დაპირება 1 200 000 კაცს,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე

10 სთ წინ3 წთ
გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების… პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო

10 სთ წინ4 წთ
არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

11 სთ წინ2 წთ