The Financial Times: უნგრელმა სამართალდამცველებმა სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ბომბის განთავსების შესახებ უკრაინულ ენაზე შედგენილი ათობით მუქარა მიიღეს

უნგრეთის სამართალდამცველების ცნობით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ბომბის განთავსების შესახებ ათობით მუქარა მიიღეს – მუქარის წერილები უკრაინულ ენაზეა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემა კონტრდაზვერვის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მუქარები ცრუ განგაში აღმოჩნდა.

The Financial Times-ი არ გამორიცხავს, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში ანტიუკრაინული ნარატივის გაღვივებასაც უკავშირდებოდეს.

უახლესი

მსგავსი სტატიები