თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს დაახლოებით იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის…

“ჩემი კითხვა ძალიან კონკრეტულია. როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ამ მუხლს საერთო არაფერი აქვს ძალადობრივ კონტექსტთან და ძალადობრივი შინაარსის აქციასთან, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლში, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში, არის თუ არა იმაზე საუბარი, რომ აკრძალულია, შეკრება-მანიფესტაციაზე მონაწილე პირი მივიდეს ცეცხლსასროლი იარაღით, ადვილად აალებადი ნივთიერებით, პიროტექნიკით და სხვა მსგავსი საგნებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს უკვე სწორედაც ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად? თავსი მხრივ, თქვენ მიერ ახლა შემოთავაზებული ამნისტია იმ ნორმას შეეხება თუ არა, რომელიც შინაარსობრივად არის დაკავშირებული ჩემ მიერ ხსენებულ პიროტექნიკის აკრძალვასთან? ეს ხომ მიზეზ-შედეგობრივი საკითხია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შინაარსს მიზანმიმართულად გაურბიხართ და ცდილობთ, წარმოადგინოთ, რომ ეს არის ნორმა, რომელიც არავითარ ძალადობრივ კონტექსტს არ მოიცავს და მხოლოდ იმ ადამიანებზე ლაპარაკობთ, რომლებსაც არაფერი მსგავსი არ განუხოცრიელებიათ. არადა,როცა ადამიანი მიდის პიროტექტნიკით და “მოლოტოვის კოქტეილით” აქციაზე, მგონი, ძალიან მარტივი გასაგებია, რა მიზანი შეიძლება მას ამოძრავებდეს. თქვენ სწორედ ამ ჯგუფზე საუბრობთ ახლა, ტრიბუნიდან და მაშინ, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. თუ ეს [ინიციატივა] გამოიტანეთ, გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ დიახ, თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას. ეს, დაახლოებით იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას და მთელი კამპანიები იყო ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ისაუბრეთ ამაზე ღიად და მერე უკვე საზოგადოება გააკეთებს შესაბამის დასკვნებს,” – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

8 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

10 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ