ბრიტანელი პრიმატოლოგი, ეთოლოგი და მეცნიერი ჯეინ გუდოლი 91 წლისა გარდაიცვალა. მისი სახელობის უნივერსიტეტის განცხადებით, სიკვდილი ბუნებრივმა მიზეზებმა გამოიწვია.
გუდოლი ლონდონში, 1934 წელს დაიბადა.ის ბავშვობიდან ინტერესდებოდა ცხოველებით. 1960 წელს ტანზანიაში გაემგზავრა ექსპედიციაში, სადაც ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდა ველურ შიმპანზეებს მათი ბინადრობის ბუნებრივ არეალში. მან მრავალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლებშიც დაამტკიცა, რომ შიმპანზეები იყენებენ იარაღებს, აქვთ ინდივიდუალური ხასიათი, გამოირჩევიან ღრმა ემოციებით და რთული სოციალური სტრუქტურით.
1965 წელს მან კემბრიჯის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, ისე რომ ბაკალავრის წოდება არ ჰქონდა. სამეცნიერო მუშაობისთვის მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი აქვს მინიჭებული.


