— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას – მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაციაა, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული

ვარლამ ლიპარტელიანი: ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას – მთავარი…

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან დაგეგმილ შეხვედრებზე, “იმედის დღის” ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე,  შეიძლება თუ არა ამ შეხვედრებზე გამოიკვეთოს დარგები, რომლითაც დაინტერესდებიან ახალგაზრდები და შესაბამისად, გამოჩნდნენ იმ მიმართულებების ლიდერებიც, სადაც კადრების დეფიციტია, ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ამის ძალიან დიდი იმედი აქვს.

მისივე თქმით, განათლების რეფორმაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ აბიტურიენტებმა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე არ გააკეთონ არჩევანი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. განათლების რეფორმაც ზუსტად ამას ემსახურება. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისე ხდება, რომ მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას ირჩევენ ახალგაზრდები. გვყავს უამრავი აბიტურიენტი და როდესაც ამთავრებენ უნივერსიტეტს, მაგალითად, იურიდიულის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არის სამჯერ და ოთხჯერ მეტი სტუდენტი, რომელიც ამთავრებს, მოთხოვნა, შესაბამისად, არის სამჯერ და ოთხჯერ ნაკლები. უმნიშვნელოვანესია ასევე პროფესიული მიმართულება, რაზეც ხშირად აკეთებს ჩვენი გუნდი ხაზგასმას, ძალიან გვიჭირს ამ მიმართულებით და ხშირად ხდება ისე, რომ უცხოეთში ვეძებთ პროფესიონალებს. ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ სრულად შეიცვლება ეს სურათი და დარგობრივად გაცილებით მეტი პროფესიონალი გვეყოლება,” – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ახალგაზრდულ ორგანიზაციას უახლოეს მომავალში ექნება პრეზენტაცია და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაეუფლოს სასურველ პროფესიას. ლიპარტელიანის განცხადებით, მომავალ თაობას ხელი უნდა შევუწყოთ განვითარებაში, რათა საბოლოო ჯამში, ქვეყანას გამოადგნენ.

“რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, ვიცით, დღეს, 21-ე საუკუნეში, რამხელა მოთხოვნაა ინოვაციაზე – ინოვაციური სამყარო შეიქმნა, ხელოვნური ინტელექტი იქნება ეს თუ სხვა. ამ მიმართულებითაც ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება ალბათ პრეზენტაცია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს, დაეუფლოს იმ პროფესიას, რა მიმართულებითაც სურს განვითარება. აუცილებლობა არ არის, რომ გინდა თუ არა, შენ პოლიტიკოსი გახდე. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ხელი შევუწყოთ მომავალ თაობას, ახალგაზრდებს იმაში, რაშიც ექნებათ სურვილი, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას. მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული,” – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ