— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო- როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა? ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია – მომხდარი გაკვეთილად მივიღოთ, ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით იმ ბანაკს მივაკუთვნებთ საქართველოს, რომელიც რუსეთთან ომშია, ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალიტეტისთვის!

ვატო შაქარიშვილი: ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია – მომხდარი გაკვეთილად მივიღოთ, ჩვენს…
x

ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია, თუმცა ამჯერად, ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ქვეყანამ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები გაკვეთილად უნდა მიიღოს და სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად, რუსეთთან ომში მყოფების ბანაკში არ უნდა იყოს.

“ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე. ისეთი აღფრთოვანებულები არიან, როგორც ბავშვობაში ჰოლივუდური თრილერის ყურების შემდეგ ვიყავით ხოლმე. თანაც, ყველაზე კომიკური ისაა, რომ რეალურად საქართველოს სწორედ იმისკენ უბიძგებენ მთელი ეს წლებია, რამაც ვენესუელა ამ შედეგამდე მიიყვანა. როდესაც გყავს დიდი და ძლიერი მეზობელი, არ შეიძლება მასთან დაპირისპირებულ(მით უმეტეს, ომში მყოფ) ბანაკში აღმოჩნდე, სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად.

აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია – “ამერიკული ბომბი ხომ ყოველთვის ტკბილი იყო და ცეცხლის ნაცვლად დემოკრატიას აღვივებდა”… მაგრამ ახლა არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დეკლარაციით, არამედ კონკრეტული ქმედებებით აშშ ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს.
ნარკოტიკების სარჩულად ამოდება განსაკუთრებული ცინიზმია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისგან პოლიტიკურ ცინიზმს მიჩვეულია მსოფლიო. ნარკოტიკებისგან ქვეყნის დაცვა საზღვრის და ქვეყნის შიგნით კრიმინალის კონტროლის გზით არის შესაძლებელი და ეს ვერ იქნება სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის და მისი პრეზიდენტის გატაცების ლეგიტიმაციის საფუძველი. თუმცა, არც რეალური მიზანი დაუმალავს ტრამპს – საერთაშორისო სამართალი იმიტომ გადავჯეგეთ, რომ ვენესუელაში არსებულ ნავთობის მარაგებს ამერიკული კომპანიები დაპატრონებოდნენო.

ასეთია რეალობა და ამ მოცემულობას საქართველომ თვალი უნდა გაუსწოროს.
„უუხ, ეგრე მოუხდება მადუროს, მაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“ – მსგავსი ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და მომხდარი კიდევ ერთ გაკვეთილად მივიღოთ.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით იმ ბანაკს მივაკუთვნებთ საქართველოს, რომელიც რუსეთთან ომშია. ამ მისწრაფებამ გახვია უკრაინა გამანადგურებელ ომში, ამ პოლიტიკამ მოგვიტანა 2008 წლის ომი და ტერიტორიების ოკუპაცია.
ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა… პოლიტიკა

შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო- როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა?

1 წთ წინ2 წთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს

2 სთ წინ2 წთ
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ… მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

3 სთ წინ3 წთ