— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ვაზიანში მე-4 ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა

ვაზიანში მე-4 ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„საამაყოა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურე ყოველდღიური დისციპლინითა და უდიდესი პასუხისმგებლობით აგრძელებთ ქვედანაყოფის განვითარებას, სწორედ ისე, როგორც ამას თქვენი ფიცი და ამ ქვედანაყოფის ღირსეული წარსული გავალდებულებთ. მადლობა მინდა გითხრათ, რომ საკუთარი შრომით, მზადყოფნითა და მტკიცე სულით ემსახურებით სამშობლოს და აძლიერებთ თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. მან მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის ძალებში ქვედანაყოფის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გვირგვინით შეამკეს ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

ღონისძიებაზე სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღვთისა და ერის წინაშე ფიცი დადეს მე-4 ქვეითი ბრიგადის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა. წვევამდელებმა წაიკითხეს ჯარისკაცის მრწამსი. დღეიდან ისინი მე-4 ქვეითი ბრიგადის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულში გააგრძელებენ სამსახურს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირველი გამოშვების ჯარისკაცები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მე-4 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში გადიოდნენ მომზადებას.

ირაკლი ჩიქოვანი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრა. მათ დადებითად შეაფასეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები და მომზადების მაღალი დონე.

ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტი გაიმართა, შვილებისთვის – გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ