— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს…

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ომის მონაწილე მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც აფხაზურ მხარესთან დაღუპულთა, ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის მიზნით გუდაუთაში იმყოფებოდა.

მალხაზ თოფურია იხსენებს კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც სოხუმში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, პირველ არხზე იხილა იმ დროს დეპუტატ გიორგი ბარამიძის ინტერვიუ სოხუმის აეროპორტიდან, სადაც ის ტყვეთა გაცვლის პროცესში საკუთარ „სირთულეებსა და დამსახურებაზე“ ჰყვებოდა.

“93 წლის მარტის მეორე ნახევარია, სისხლის სუნი დგას მთელ აფხაზეთში 16 -17 მარტის აფხაზთა კონფედერატთა და რუსთა შემოტევა სოხუმზე კრახით დასრულდა სეპარატისტებისთვის, რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი დაეცა სოხუმის დაცვისას. მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს, ბევრი ტყვე და გვამი რჩება სოხუმში,
სიტუაცია მოითხოვს სასწრაფოდ ამოქმედდეს ტყვეთა, გვამთა (დიახ, ესაც ომის მწარე რეალობაა) და აქეთ-იქით ჩარჩენილი მშვიდობიან მოსახლეთა გაცვლის ამოქმედებას….
მე გუდაუთაში მიშვებენ ამ გაცვლის კომისიის ფარგლებში, თან მომყვება “საღამო მშვიდობისას” ჟურნალისტი, ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი….
არანაირი გარანტია იქიდან ცოცხლად დაბრუნების… ყოველ მეორე სახლში დაღუპულის გასვენება და გამწარებული ჭირისუფლები (ხშირ შემთხვევაში ცარიელი სასახლეებით). მოხერხდა ბევრი სასიკეთო რამ 300-300 მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად, მოხუცები, გვამები ყველა ყველაზე, ასევე ტყვეებიც ყველა ყველაზე გადაიცვალა… სამართლიანობა ითხოვს ამ კეთილ საქმეში ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის დაუღალავი და უანგარო შრომის აღნიშვნას და აფხაზებიდან ბესლან კობახიასი……
რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იქ ყოფნისას და რა არაადამიანობებს ან პირიქით, რა ამღლებულ ღირსებით სავსე ადამიანებს (სხვადასხვა ეთნოსის) გადავაწყდი იქ, ამის აღწერას აქ არ დავიწყებ…
ორი კვირის შემდეგ, დავბრუნდი (დავბრუნდი დანევროზებული, სიგიჟის ზღვარზე). იქ ყოფნა ჩემთვის ომზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. დაბრუნების დღეა, ბოლო 150 ქართველიც ჩამოვიყვანეთ გემით, ჩვენს (ქართულ) შტაბში ვარ, ცხონებულ სოსო მარგიშვილთან, ტელევიზორს მივჩერებივართ, გვაინტერესებს როგორ გაშუქდა ……
1-ელ არხზე (მეტი არც იყო მაშინ) აჩვენებენ გამოწკეპილ-გამოპრანჭული დეპუტატ გიორგი ბარამიძეს სოხუმის აეროპორტში (იმ დღეს ჩამოფრინდა), ინტერვიუს იძლევა, თუ რა სირთულეები გადახდა ამ ადამიანების გაცვლისას, რაც გაიცვალა…. სიმწრით მეღიმება, მაგრამ არ ვბრაზდები, სოსო ბრაზდება, აეროპორტის კომენდატურაში რეკავს და სთხოვს ბიჭებს ბარამიძე შტაბში მოათრიონ… მოათრიეს!
არ გცხვენია? ნამუსი სულ არა გაქვს? ამან რაღა თქვას, ხელს იშვერს სოსო ჩემსკენ…
კარგით რა, ბიჭებო (ჩაჯ**ლი ხმით), თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი…..
პ.ს. 35 წელი გავიდა. არაფერი შეცვლილა, ის ისევ კარიერისთვის იღვწის, მეც ისევ ისე ვარ). ტყვეებს ვცვლიდიო ამ ნაბიჭვარმა, ქართველები რომ ხვრეტდნენ, იმ ტყვეებსო”, – წერს მალხაზ თოფურია.

https://www.facebook.com/share/p/18uoDDfuud

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

10 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

14 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

17 სთ წინ2 წთ