— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას – ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას. ანალიტიკოსის თქმით, სუს-ის მხრიდან ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა, მაგრამ მთავარია რომ ამ რეაგირების შედეგად, დაიდოს კონკრეტული გაზომვადი შედეგი, რომელიც გვეტყვის რომ პრობლემა მოხსნილი ან მინიმიზებულია.

„საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია (მათ ბევრი იცნობს) უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას.
მე ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება. არაერთი ფბ-პოსტი მაქვს ამაზე და არა მხოლოდ მე. ეს ის ონლაინ მედია საშუალებებია ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ დარბიან.
კარგია, რომ ეხლა მოხდა რეაგირება, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ვისურვებდი რომ ამ რეაგირების შედეგად, დაიდოს კონკრეტული გაზომვადი შედეგი, რომელიც გვეტყვის რომ პრობლემა მოხსნილია ან მინიმიზებული. არადა, პრობლემა სერიოზულია!“ – წერს ანჯაფარიძე.