თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
სპორტი

ვილი სანიოლმა ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ვილი სანიოლმა ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორივე შეხვედრას სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს, ესპანეთთან ელჩეში გასამართი მატჩისთვის მოემზადება. შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 14 ოქტომბერს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩებისთვის სანიოლმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).