— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს. მათი კვლევის შედეგები, რომელიც NASA-ს კოსმოსური აპარატის, Cassini-ს მონაცემებს ეყრდნობა, The Guardian-მა გამოაქვეყნა.

აპარატი სატურნს და მის თანამგზავრებს 2004-2017 წლებში იკვლევდა. 2005 წელს Cassini-მ ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ოკეანის არსებობა აღმოაჩინა, რადგან სამხრეთ პოლუსზე არსებული ნაპრალებიდან წყალი და ყინულის ნაწილაკები იფრქვეოდა, რომლებიც სატურნის ერთ-ერთ რგოლს ქმნიან.

Cassini-მ ამ ამოფრქვეულ ნაწილაკებს რამდენჯერმე გადაუფრინა, მაგრამ მეცნიერებს კვლევისთვის ახალი ნიმუშები სჭირდებოდათ, რომლებიც 2008 წელს მიიღეს. წლების შემდეგ მათში გაყინული წყლის გარდა სხვა მოლეკულებიც იპოვეს, მათ შორის ორგანიკა, რომელიც აქამდე ენცელადზე არასოდეს შეხვედრიათ.

ეს აღმოჩენა თანამგზავრზე სიცოცხლის არსებობას არ ამტკიცებს, თუმცა რთულ ქიმიურ პროცესებზე მიგვანიშნებს, რომლებსაც შეუძლიათ ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი შენაერთების წარმოქმნა გამოიწვიონ.

„ახლა გვაქვს ყველა ელემენტი, რომელიც ენცელადზე სიცოცხლის მხარდასაჭერადაა საჭირო – თხევადი წყალი, ენერგია და რთული პრებიოტიკური მოლეკულები“, – აღნიშნა ESA-ს დოქტორმა იორნ ჰელბერტმა.

ახალი მონაცემები უფრო შესაძლებელს ხდის ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისიას ენცელადისკენ, რომელიც 2042 წლისთვის არის დაგეგმილი.