— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

ვინ შეასრულებს,,ჰარი პოტერის” ახალ სერიალში ვოლდემორტის როლს?

ვინ შეასრულებს,,ჰარი პოტერის” ახალ სერიალში ვოლდემორტის როლს?

ამერიკული ტელეარხი HBO „ჰარი პოტერის“ სამყაროს შესახებ შექმნილ ახალ სერიალში ვოლდემორტის როლზე კილიან მერფის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაცია ჟურნალისტებს რეიფ ფაინსმა გაუზიარა, რომელიც ამ პერსონაჟს კინოფრანშიზაში ასახიერებდა.

კერძოდ, ფაინსმა აღნიშნა, რომ ვოლდემორტის როლზე კილიან მერფის დამტკიცების შესახებ სმენია. მისი თქმით, მსახიობი ძალიან შეეფერება ამ პერსონაჟს. ფაინსმა ხაზი გაუსვა, რომ მერფის დიდ პროფესიონალად მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქასთინგის შესახებ დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს.

გამოცემა The Direct-ის ინფორმაციით, ცნობები მერფის არჩევის შესახებ სერიალის წარმოებასთან დაკავშირებული წყაროების მიერ ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ფაინსი შესაძლოა ეყრდნობოდა ყალბ განცხადებას, რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია. HBO-მ პერსონაჟების პირველი კადრები უკვე გამოაქვეყნა. პრემიერა 2027 წელს შედგება.