— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია – ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას

ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გზავნილები კვლავ უცვლელია და მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა თავად არ შეუძლიათ და ამისთვის უცხოელი პარტნიორების დახმარებას ითხოვენ.

ანალიტიკოსის შეფასებით, გრძელდება კოლექტიური ოპოზიციის ყოვლისმომცველი დეგრადაციის პროცესი და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერა შალვა პაპუაშვილმა თავის ცნობილ პოსტში, სადაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეთა ფსევდორელიგიურ სექტად ტრანსფორმაციის პროცესი აჩვენა.

„ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია – ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას!
საფრანგეთის პარლამენტს კიდევ ერთხელ ეახლა დახმარების სათხოვნელად პოლიტიკურად და მორალურად საქართველოში სრულიად გაკოტრებული სალომე ზურაბიშვილი და რაღაც მოსმენები მოახლაფორთა. თან იახლა ეკა გიგაური და სხვა აქაური უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პირზე დუჟმორეული ითხოვდნენ სანქციებს ხელისუფლების მიმართ.
და მოხდა „საოცრება“ – ეკა გიგაურმა, რომლის ენჯეო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებდა, რომ მიშა სააკაშვილი არ შეიძლება განიხილებოდეს პოლიტპატიმრად, მოულოდნელად სააკაშვილი „პოლიტპატიმრის“ სტატუსით „დააჯილდოვა.“ ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილმა ფეისბუქით მაგრად შეჯორა გიგაურიც და მისი კანტორაც. როგორ გაბედეთ და პოლიტპატიმრად არ მაღიარეთო. ისინიც დაფრთხნენ და აღიარეს….
გრძელდება კოლექტიური ოპოზიციის ყოვლისმომცველი დეგრადაციის პროცესი და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერა შალვა პაპუაშვილმა თავის ცნობილ ფბ-პოსტში, სადაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეთა ფსევდორელიგიურ სექტად ტრანსფორმაციის პროცესი აჩვენა.
თუმცა, უცხოელი თუ ადგილობრივი დონორები და სპონსორები მაინც განაგრძობენ ამ განწირულ პროექტში ფულის ჩასხმას. ეხლა კი გავიგეთ, რომ თურმე ევროკავშირიდან ღებულობდა ფინანსურ მხარდაჭერას ყბადაღებული „ოლე-ოლას“ პროექტის ავტორი ვინმე „კორძი.“ ასე უნდათ მისი და სხვა მსგავსების სახით აქ ახალი კონტრელიტები და გმირები შექმნან სხვადასხვა სფეროებში და მერე ხალხს თავზე მოახვიონ.“ – წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

9 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ