— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის…

საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე “ჩააწვეთეს” ქართულ მხარეს, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ქართულ საზოგადოებას ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია.

მისივე შეფასებით, უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც, რაც სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ.

„ საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე “ჩააწვეთეს” ქართულ მხარეს. ალბათ, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც მან აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს “განგრენა” უწოდა და შემდეგ ამას უარყოფდა. მოკლედ, უცხოური აგენტურა ჩვენს პოლიტიკურ და ექსპერტულ სპექტრში პერიოდულად წამოწევდა ამ რეგიონების “თავიდან მოშორების” თემას, ისევ და ისევ ევროატლანტიკური გზის გახსნის მოტივით. არ მინდა ჭრილობების გახსნა, და კიდევ სხვა მგრძნობიარე საკითხების გახსენება,
მოკლედ, ახლა უცხოურმა აგენტურამ ისევ გააქტიურა სეპარატისტული რეგიონების თემა ოღონდ ახალი არანჟირებით. ის დიფირამბებს უძღვნის სომხეთის პრემიერ პაშინიანს, რომელმაც “დათმო” ყარაბაღი და ამით ევროინტეგრაციისკენ გზა გაუხსნა სომხეთს. ეს შედარება და პარალელი მხოლოდ ოპოზიციის მზარდ მორალურ-გონებრივ დეგრადაციაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, სომხეთს ყარაბაღი სამხედრო ძალით დაათმობინა აზერბაიჯანმა და ეს ტერიტორია საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი.
როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია.
უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც. ეს კი სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ.“ – წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

49 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

5 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ