— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი ევროკავშირის მასშტაბით გამოქვეყნებული კვლევების შედეგებზე: ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა

ზაზა შათირიშვილი ევროკავშირის მასშტაბით გამოქვეყნებული კვლევების შედეგებზე: ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის…

დროის მოკლე მონაკვეთში, ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად  ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global – ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართოდ შუქდება  სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში, –  ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, წერს.

ფილოსოფოსის განცხადებით, „კვლევის მთვარი სათქმელი კი ასე იკითხება – გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.“

როგორც შათირიშვილი აცხადებს, ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე Ipsos-ის ორი თვის წინ ჩატარებულმა კვლევამ, აჩვენა ევროკავშირის ღრმა კრიზისი, რაც ისედაც ნათელია, მაგრამ, მისი განმარტებით, ეს არ არის უბრალოდ მორიგი  საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მის პოპულარიზაციას კონკრეტული  მიზნები და ამოცანები აქვს.

„იქამდე იყო Ipsos-ის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც, როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმის და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო – Ipsos-ის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევროპელი მოსახლეობის 65% დგას.

ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე 2 თვის წინანდელმა კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა – დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას, ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი  საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას. მსგავსი, უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული  მიზნები და ამოცანები აქვს.“ – წერს ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

16 წთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ